ახალი ამბები

თელავი მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს

2 ოქტომბერს თელავის რაიონში ახალი მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. პარტიების მიერ კანდიდატების წარდგენა უახლოეს ხანებში დაიწყება.

თელავის რაიონში შუალედური არჩევნების ჩატარების საჭიროება ყოფილი მაჟორიტარის, გია არსენიშვილის გარდაცვალებამ გამოიწვია.

Back to top button