ახალი ამბები

ნორვეგიაში მოკლულთა შორის ქართველი გოგონა ამოიცნეს

ქართველი გოგონა, 23 წლის თამთა ლიპარტელიანი, რომელიც ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე მდებარე ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა, გარდაცვლილებს შორის ამოიცნეს, განაცხადა საქართველოს საქმეთა მინისტრის მოადგილემ 28 ივლისს.

თავდასხმის შედეგად, როდესაც 22 ივლისს პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა შეიარაღებულმა პირმა საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა, 68 ადამიანი დაიღუპა.

„სამწუხაროდ გამართლდა ჩვენი ყველაზე მძიმე ვარაუდები“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ. „დღეს დილით ოფიციალურად მოხდა დადასტურება და ამოცნობა ცხედარის და ოფიციალურად გვაცნობებენ, რომ გოგონა ირიცხება დაღუპულთა შორის. ეს უდიდესი ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის“.

მისი თქმით, ლიპარტელიანის მშობლებს, რომლებიც 27 ივლისს ოსლოში ჩავიდნენ, დღეს დილით აცნობეს ამის თაობაზე.

ქუთაისელი თამთა ლიპარტელიანი იმ საზაფხულო ბანაკის მონაწილეს შორის იყო, რომელიც  ნორვეგიის მმართველი ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით ტარდებოდა. იგი საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტების ქუთაისის ორგანიზაციის აქტივისტი იყო.

ახალგაზრდული ბანაკის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე, ასევე ქუთაისელი ნათია ჩხეტიანი იმავე ორგანიზაციიდან, კუნძულზე მომხდარ თავდასხმას უვნებელი გადაურჩა.

This post is also available in: English Русский

Back to top button