ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2011 წლის პირველ ნახევარში

2011 წლის იანვარ–ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 38%–ით გაიზარდა და 4.117 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2 მილიარდზე მეტი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 36%–ით მეტია, იტყობინება „საქსტატი“ 25 ივლისს.

ექსპორტმა იანვარ–ივნისში 1 მილიარდ აშშ დოლარზე ოდნავ მეტი შეადგინა (44%–ით მეტი), ხოლო იმპორტმა – 3.07 მილიარდი (36%–ით მეტი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით).

საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად 2011 წლის პირველ ნახევარში კვლავ თურქეთი რჩება 671.4 მილიონი აშშ დოლარით; მას მოყვება აზერბაიჯანი – 442.3 მილიონი აშშ დოლარი; უკრაინა – 424.6 მილიონი აშშ დოლარი; ჩინეთი – 241.4 მილიონი აშშ დოლარი; გერმანია – 211.7 მილიონი აშშ დოლარი; აშშ – 174.1 მილიონი აშშ დოლარი; ყაზახეთი – 167.8 მილიონი აშშ დოლარი; რუსეთი – 160.4 მილიონი აშშ დოლარი; არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 138.2 მილიონი აშშ დოლარი; ბულგარეთი – 130.7 მილიონი აშშ დოლარი.

ყაზახეთი ერთადერთი ქვეყანაა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების პირველ ათეულში, რომელთანაც საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს.

128 ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველოს 2011 წლის პირველ ნახევარში სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა, დადებითი ბალანსი მას მხოლოდ 19 ქვეყანასთან ჰქონდა, იტყობინება „საქსტატი“.

2011 წლის პირველ ნახევარში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.7% შეადგინა – 246.1 მილიონი აშშ დოლარით; შემდეგ მოდის ფეროშენადნობი – 122.3 მილიონი აშშ დოლარი (11.8% მთლიან ექსპორტში);  შავი ლითონების ჯართი – 80.1 მილიონი აშშ დოლარი (7.7%); აზოტოვანი სასუქები – 73.5 მილიონი აშშ დოლარი (7.1%); ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული – 57.1 მილიონი აშშ დოლარი (5.5%); სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 45.6 მილიონი აშშ დოლარი (4.4%); ე.წ. ”არმატურა” – 34.1 მილიონი აშშ დოლარი (3.3%); სპილენძის ჯართი – 27.6 მილიონი აშშ დოლარი (2.7%); მინერალური წყლები – 25.8 მილიონი აშშ დოლარი (2.5%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2011 წლის პირველ ნახევარში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო – 374.1 მლნ აშშ დოლარი (12.1%); შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 170.5 მლნ დოლარი (5.5%); ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყლების სასაქონლო ჯგუფი – 143.4 მლნ აშშ დოლარი (4.7%); სამკურნალო საშუალებები – 95.1 მლნ აშშ დოლარი (3.1%); ხორბალი – 82.1 მლნ აშშ დოლარი (2.7%); სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 61.7 მლნ აშშ დოლარი (2%); შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები – 45.7 მლნ აშშ დოლარი (1.5%); სიგარეტები – 37.9 მლნ აშშ დოლარი (1.2%); სატვირთო ავტომობილები – 32.5 მლნ აშშ დოლარი (1.1%); შაქარი – 32.1 მლნ აშშ დოლარი (1%).           

This post is also available in: English Русский

Back to top button