
ახალი ამბები
ევროკომისარი: ‘26 მაისის მოვლენების შემდგომი გამოძიებაა საჭირო’
ევროკომისარმა გაფართოების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ განაცხადა 22 ივლისს, რომ 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს მომიტინგეთა წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენების შემდგომი გამოძიებაა საჭირო.
„ის, რაც მაისში თბილისში საპროტესტო აქციის დროს მოხდა, აღარასდროს უნდა განმეორდეს“, – განაცხადა ფულემ ბათუმში მერვე საერთშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ გამოსვლისას.
„ვიცი, რომ ამ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდა, თუმცა მიმაჩნია, რომ შემდგომი გამოძიების ჩატარებაა საჭირო იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან გადაჭარბებული ძალის გამოყენების და ადამიანთა სიცოცხლის დაკარგვის გამო, პასუხი აგონ,“ – განაცხადა ფულემ.