ახალი ამბები

სააკაშვილი ბელარუსთან ურთიერთობის შესახებ

საერთაშორისო საზოგადოებამ აქტიური დიალოგი უნდა აწარმოოს ბელარუსთან, რათა ეს ქვეყანა არ მოექცეს იზოლაციაში და მისი განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდეს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 22 ივლისს. 

ბათუმში მერვე საერთშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“  გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბელარუსის იზოლაცია იმის მანიშნებელი იქნება, რომ ის რუსეთის ადმინისტრაციის ხელში აღმოჩნდება.

„გამოცდილებას, რომელიც რეფორმების განხორციელებისას მივიღეთ, ვუზიარებთ მოლდოვას, უკრაინას, ვესაუბრებით ბელარუსს. ბელარუსთან საუბარი აუცილებელია, რადგან ზოგჯერ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ბელარუსი იზოლაციაში მოაქციონ არ სურთ იგივე სტანდარტები სხვა, გაცილებით დიდ მეზობელ ქვეყანაზეც გამოიყენონ. თუ ვინმე მეტყვის, რომ რუსეთი ბელარუსზე დემოკრატიულია, კი ბატონო, ასე ეგონოს – ბელარუსი მეზობელი ქვეყნების ოკუპირებას არ ახდენს და იზოლაციის მცდელობით ბელარუსს ვუბიძგებთ რუსეთის დღევანდელი მთავრობის კონტროლქვეშ, რაც არავის ინტერესებში არ შედის. აუცილებელია დიალოგი და ურთიერთქმედება, ახალი ინიციატივები. ასეთია ჩვენი ხედვა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

Back to top button