
ახალი ამბები
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.75%-მდე შეამცირა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ივლისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომელიც თებერვლიდან 8%–ზე იყო შენარჩუნებული, 7.75%–მდე შეამცირა.
„საქსტატმა“ განაცხადა ივლისის დასაწყისში, რომ წლიური ინფლაცია ივნისში, მაისში არსებული 14.3%-დან 10%-მდე შემცირდა, რისი მიზეზიც ივნისში, წინა თვესთან შედარებით, სურსათის ზოგ კატეგორიაზე ფასების კლება გახდა.