ახალი ამბები

უკრაინაში საქართველოს საელჩომ აქციაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე თანამშრომელი დაითხოვა

საქართველოს საელჩო უკრაინაში აცხადებს, რომ სამსახურიდან დაითხოვა დაცვის თანამშრომელი, რომელმაც ქართველი ფოტოგრაფების დაკავების წინააღმდეგ 18 ივლისს, კიევში მოწყობილი საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ფოტორეპორტიორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"საქართველოს საელჩო უკრაინაში ბოდიშს უხდის აქციის მონაწილეებს, ჟურნალისტებსა და უკრაინის საზოგადოებას მომხდარის გამო,“– ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების  მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც „სინანულია“ გამოთქმული ინციდენტის გამო. 

Back to top button