ახალი ამბები

ვაშაძე ფოტოგრაფების საქმეზე ზოგიერთი მასმედიის რეაქციით უკმაყოფილოა

საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 18 ივლისს განაცხადა, რომ დაკავებული ფოტოგრაფების საქმეზე "ე.წ. ზოგიერთი“ მასმედიის საშუალების რეაქციით უკმაყოფილოა.

“რაც შეეხება ე.წ. ზოგიერთი ჩვენი მასმედიის, ჩვენი პრესის რეაქციას, სიმართლე გითხრათ, ძალიან უკმაყოფილო ვარ იმიტომ, რომ იძლევიან სრულიად უსაფუძვლო შეკითხვებს: ‘ჰქონდათ თუ არა დაშვება [დაკავებულ ფოტოგრაფებს საიდუმლო ინფორმაციაზე]?’. გეგონება ჯაშუში მოქმედებს იმის მიხედვით, რაზე აქვს დაშვება თუ არა“, – განაცხადა მინისტრმა.  

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ფოტოგრაფების საქმეში არსებული "უკიდურესად მძიმე მტკიცებულებების“ ფონზე "სულყველა ბრალდებულებმა მისცეს აღიარებითი ჩვენებები“.

“მაინტერესებს მოუხდიან თუ არა ჩვენს სამართალდამცავებს ბოდიშს ჟურნალისტები მაშინ, როდესაც სასამართლოში გამოაშკარავდება ყველა ის მტკიცებულება, რომელიც არის,“– დასძინა ვაშაძემ. 

მსგავსი/Related

Back to top button