ახალი ამბები

”ტოპლეს პროტესტი” საქართველოს საელჩოსთან კიევში

როდესაც სამი ახალგაზრდა, წელზემოთ შიშველი აქტივისტი ქალთა მოძრაობა ”ფემენი”-იდან კიევში საქართველოს საელჩოს წინ ფოტოგრაფების დაკავების წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავდა, საელჩოდან გამოსულმა მამაკაცმა, ერთ–ერთ აქტივისტს ხელი დაარტყა, ხოლო შემდეგ ერთ–ერთ იმ ფოტოგრაფზე მიიტანა იერიში, რომელიც ამ აქციას იღებდა.

მოძრაობა ”ფემენი”-ის აქტივისტებს, რომლებიც წელზემოთ შიშველი აქციებით იპყრობენ საზოგადოების ყურადღებას, ხელში იმიტირებული იარაღები ეკავათ, რომელთაც ლულის ნაცვლად იმიტირებული ფოტოობიექტივები ჰქონდა დამაგრებული. აქციის სახელწოდება იყო "ფოტო ნადირობა“ და საქართველოში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული ფოტოგრაფების წინააღმდეგ აღძრული ბრალდებების პაროდიას წარმოადგენდა.

უკრაინაში საქართველოს ელჩმა გრიგოლ ქათამაძემ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა, რომ ის ადამიანი, რომელიც აქციის მონაწილეებს და ფოტოგრაფებს თავს დაესხა, საელჩოს თანამშრომელი და საქართველოს მოქალაქეა.

This post is also available in: English Русский

Back to top button