ახალი ამბები

ხელისუფლებამ დევნილთა გამოსახლების პროცესი განაახლა

დროებითი თავშესაფრებიდან დევნილთა გამოსახლების ახალი ეტაპის ფარგლებში ხელისუფლებამ 18 ივლისს ოთხი შენობა დაცალა. 

დაახლოებით, 50 დევნილი ოჯახი გამოასახლეს, როგორც ხელისუფლება აცხადებს, განსახლების პროცესის ფარგლებში, რომლის დროსაც გამოსახლებულ ოჯახებს ალტერნატიულ საცხოვრებელს სთავაზობენ რაიონებში. თუმცა, უმეტეს შემთხვევებში დევნილები უარს ამბობენ ალტერნატიულ საცხოვრებლებზე იქ ადექვატური საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო. იგივე მოხდა 2010 წლის ზაფხულში და 2011 წლის იანვარს განხორციებული გამოსახლებების ორი ეტაპის დროს, როდესაც ასობით დევნილი ოჯახი თბილისში არსებული იმ დროებითი თავშესაფრებიდან გამოასახლეს,  სადაც ისინი 2008 წლის შემდეგ ცხოვრობდნენ.

18 ივლისის გამოსახლების პროცესმა მშვიდად ჩაიარა სამ ადგილას, თუმცა თბილისის გარეუბანში მდებარე შენობიდან, რომელიც ერთ დროს საბავშვო ბაღს ეკუთვნოდა, დევნილების გამოსახლებას დაპირისპირება მოყვა. ბავშვიანი ქალები შენობის შიგნით ჩაიკეტნენ და პოლიციას შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. თუმცა, მოგვიანებით, პოლიციამ მაინც შეაღწია შენობაში და დევნილები გამოასახლა.

 

Back to top button