ახალი ამბები

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს კონსტანტინე გრიშჩენკოს დღეს ბათუმის ახლადგახსნილ იუსტიციის სახლში  შეხვდა.

"მხარეებმა განიხილეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების პერსპექტივები“, – იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ასევე საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ნიკა გილაურთან, ქართველ კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან და კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან. 

Back to top button