
ახალი ამბები
ევროკავშირი მიესალმება რელიგიური ჯგუფების სამართლებრივ სტატუსზე კანონს
საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მისიების ხელმძღვანელები მიესალმნენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც რელიგიურ უმცირესობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების უფლებას ანიჭებს.
"რწმენის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლება და მთავარი ევროპული ღირებულებაა“, – ნათქვამია წერილობით განცხადებაში, რომელიც 14 ივლისს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების სახელით გაავრცელა.
"ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის პოზიციას, რომელიც მხარს უჭერს კანონის წინაშე ყველა რელიგიური აღმსარებლობის თანასწორობას, რაც წმინდა სინოდის ამასწინანდელ დადგენილებაშია ასახული“, – ნათქვამია განცხადებაში.