
ახალი ამბები
საქართველო ახალი გადამცემი ხაზით ირანს ელექტროენერგიას სომხეთის გავლით მიაწვდის
საქართველო ელექტროენერგიას ირანს სომხეთის გავლით ახალი 400 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის მეშვეობით იაწვდის, რომლის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას შარშან იანვარში მოეწერა ხელი.
ამ შეთანხმებაში ირანთან დაკავშირებული ცვლილებები, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ცნობით, მისმა ხელმძღვანელობამ 5–6 ივლისს სომხეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სომხურ მხარესთან გააფორმა.
გადამცემი ხაზი, რომლის 40 კმ–იანი მონაკვეთის მშენებლობა საქართველოს ტერიტორიაზე 2014 წლის დასაწყისისთვის დასრულდება, ერთმანეთთან დააკავშირებს მარნეულის ქვესადგურს სომხეთის ტერიტორიაზე არსებულ რაზდანის ელექტროსადგურთან და „მოემსახურება საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის სომხეთის გავლით ირანში გადადინებას“, აცხადებს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“.