ახალი ამბები

ქართული ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი დღეს დილიდან დახურულ შეხვედრას მართავს საპატრიარქოში.

სავარაუდოდ, წმინდა სინოდის წევრები რელიგიური უმცირესობების სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ამ საკითხის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ, რამაც ეკლესიასა და პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციას შორის საჯარო დაპირისპირება გამოიწვია. შაბათს და კვირას მართლმადიდებელმა მრევლმა სამღვდელოების წარმომადგენელთა წინამძღოლობით თბილისში ფართომასშტაბიანი მსვლელობები მოაწყო მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ და ეკლესიის დაცვის მოტივით.

ეკლესიის მხარდამჭერები, სინოდის სხდომის პარალელურად, ამ წუთებშიც შეკრებილი არიან საპატრიარქოს შენობასთან.

Back to top button