ახალი ამბები

ფრანგულმა კომპანიამ GWS–ის წილი გაყიდა

 ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანია Pernod Ricard–მა განაცხადა 29 ივნისს, რომ “საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელელების” (GWS) კომპანიაში არსებული მისი წილი ნიდერლანდებში დარეგისტრირებული კომპანიის, Marussia Beverages BV–ის ქართულ ფილიალს მიყიდა.
 
გარიგების თანხა არ დასახელებულა.

კომპანია Pernod Ricard, რომელიც Diageo–ს შემდეგ მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიაა, 90–იანი წლების ბოლოდან GWS–ის მსხვილი მეწილე იყო მისი შვილობილი კომპანიის PR Europe S.A.–ის მეშვეობით.

GWS–ი, ერთ დროს წამყვანი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია, 1994 წელს ლევან გაჩეჩილაძემ ჩამოაყალიბა. მან GWS-ში მისი დარჩენილი 9%–იანი წილი Pernod Ricard–ს 2007 წლის დეკემბერში მიყიდა, რათა, როგორც  მაშინ მან განაცხადა, თავისი საპრეზიდენტო კამპანია დაეფინანსებინა. 

GWS–ის ახალი მფლობელი არის JSC Marussia, რომელიც Marussia Beverages BV–ის ადგილობრივი ფილიალია.  ნიდერლანდებში დარეგისტრირებულ ამ კომპანიას რუსეთშიც აქვს თავისი ფილიალი – Marussia Beverages RUS.

This post is also available in: English Русский

Back to top button