skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი პოლონეთის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა

პრეზიდენტი სააკაშვილი 21 ივნისს თბილისში ორდღიანი ვიზიტით მყოფ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარეს გჟეგოჟ სხეტინას შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პოლონეთი, რომელიც ივლისიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, "საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება ევროინტეგრაციის პროცესში“.

20 ივნისს პოლონეთის ქვედა პალატის სპიკერი ქართველმა კოლეგამ დავით ბაქრაძემ მიიღო. ბაქრაძის განცხადებით, პოლონეთი ითვლება „ევროპაში  ჩვენს მეგობრად, გულშემატკივრად და მხარდამჭერად“ და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სამაგალითოა.

მისი თქმით, ის შანსი და მომენტი, როცა პოლონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე იქნება, "მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button