ახალი ამბები

მობილური ქსელების ნუმერაცია შეიცვალა

20 ივნისიდან მობილური ქსელის ნუმერაცია შეიცვალა, რაც იმაში გამოიხატება, რომ მობილურ სააბონენტო ნომერს პირველ ციფრად დაემატა –  5.

მაგალითად, სააბონენტო ნომერი 77-XX-XX-XX  გახდა 577-XX-XX-XX. ამასთან, მობილურ ქსელებში სატელეფონო ზარის შესრულებისას 8–იანის აკრეფა აღარ არის საჭირო.

თუმცა ფიქსირებული სატელეფონო ნომრიდან –  „სილქნეტის“, „ახტელის“ ან „მაგთიფიქსის“ ნომრიდან, მობილურ ქსელში დასარეკად კვლავინდებურად უნდა იქნას გამოყენებული ეროვნული პრეფიქსი რვიანი და შესაბამისად, აიკრიფოს ციფრების შემდეგი კომბინაცია: 8-577- XX-XX-XX.

ნუმერაციის პირველი მასშტაბური ცვლილება 4 ივნისს განხორციელდა, როცა ფიქსირებული ქსელების ექვსნიშნა ნომერი თბილისში წინ 2–იანის დამატებით შვიდნიშნა გახდა, ხოლო რეგიონებში ხუთნიშნა ნომრები შეიცვალა ექვსნიშნა ნუმერაციით.

 

Back to top button