skip to content
ახალი ამბები

საგარეო უწყება: რუსეთში მგზავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უსაფრთხო არ არის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვში საქართველოს მოქალაქის "ეთნიკური კუთვნილების“ ნიადაგზე მომხდარი მკვლელობის გამო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ რუსეთში მგზავრობისაგან, რადგან "ამ ქვეყანაში მათი ყოფნა უსაფრთხო არ არის“.

სამინისტრო აცხადებს, რომ 5 ივნისს მოსკოვში „ეთნიკური კუთვნილების გამო ცემით მოკლეს საქართველოს მოქალაქე გელა ბლიაძე“ და რუსული მხარისაგან მომხდარის "სრულფასოვან გამოძიებას და მკვლელობის მონაწილეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას“ მოითხოვს.  

“მკვლელობა მოხდა იმ ქვეყანაში, სადაც ქუჩებსა და ციხეებში კლავენ ადამიანის უფლებების დამცველებს, ჟურნალისტებს და ადვოკატებს,“– ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 10 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

“ეს დანაშაულები ხდება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც აწარმოებს სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკას – გეგმავს, აფინანსებს და ახორციელებს ტერორისტულ აქტებს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ამ პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურებაა 2011 წლის 2 და 6 ივნისს საქართველოს სამართალდამცავების მიერ დაკავებული ორი ტერორისტული ჯგუფი,“– აცხადებს საგარეო უწყება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button