ახალი ამბები

ვაშაძე კუბას სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 2 ივნისს ჰავანაში თავის კუბელ კოლეგას ბრუნო როდრიგესს შეხვდა.

კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრის დროს მინისტრებმა "ორმხრივი ურთიერთობების არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს“ და თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოხატეს.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით კუბას 1–4 ივნისს სტუმრობს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button