
ახალი ამბები
ბაიდენი სააკაშვილს რომში შეხვდება
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რომში ვიზიტის დროს პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდება, იტყობინება თეთრი სახლი 31 მაისს.
ბაიდენი რომში სამშაბათს გაემგზავრა, რათა მონაწილეობა მიიღოს იტალიის გაერთიანების 150 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
ვიზიტისას ის გეგმავს შეხვედრებს იტალიის ხელმძღვანელობასთან და ასევე მონაწილეობას მიიღებს სამხრივ შეხვედრაში პრემიერ–მინისტრ სილვიო ბერლუსკონისთან და რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან ერთად.
This post is also available in: English Русский