ახალი ამბები

სააკაშვილი შვეიცარიის პრეზიდენტს შეხვდა


პრეზიდენტი სააკაშვილი და შვეიცარიის პრეზიდენტი მიშელინ კალმი–რეი, თბილისი, 
29 მაისი. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტ სააკაშვილსა და თბილისში ვიზიტით მყოფ შვეიცარიის პრეზიდენტს  მიშელინ კალმი–რეის შეხვედრაზე "განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკითხს, რომელიც შვეიცარიის, როგორც შუამავლის, როლის კიდევ უფრო გააქტიურებას შეეხება“ თბილისსა და მოსკოვს შორის, აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

შვეიცარია 2009 წლის შემდეგ საქართველოს დიპლომატიურ ინტერესებს წარმოადგენს მოსკოვში და რუსეთის დიპლომატიურ ინტერესებს თბილისში, ვინაიდან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. შვეიცარიის შუამავლობით იმართება ასევე ქართულ–რუსული მოლაპარაკებები რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების თაობაზე თბილისის თანხმობის მისაღებად.

“საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები იყო,“– განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა.

29 მაისს მიშელინ კალმი–რეი, რომელიც იმავდროულად შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრია, თავის ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button