ახალი ამბები

აშშ–ის ელჩი მიმდინარე აქციის შესახებ

აშშ–ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა, რომ მას "აშფოთებს ის ნიშნები", რომ მომიტინგეთა შორის არიან ელემენტები, რომლებიც "იმაში უფრო არიან დაინტერესებული, რომ ძალადობრივი კონფრონტაცია გამოიწვიონ“. 

"უპირველეს ყოვლისა, ვიტყოდი, რომ ყველა დემოკრატიული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია პატივი სცეს და დაიცვას მოქალაქეთა მშვიდობიანად შეკრების და თავისი აზრის გამოხატვის უფლება, მათ შორის პროტესტის გამოხატვისა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი ქმედებები იმ ჩარჩოებში განხორციელდეს, რომლებიც საშუალებას მისცემს ქვეყნის სხვა მოქალაქეებს თავიანთი საქმე აკეთონ. და ასევე გულისხმობს ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის იმის შესაძლებლობის მიცემას, რომ იზეიმონ ეროვნული დღესასწაულები,“ – განუცხადა ჯონ ბასმა ჟურნალისტებს 25 მაისს. 

"შეშფოთებული ვარ იმ ნიშნების გამო, რომ მომიტინგეთა შორის არსებობენ ელემენტები, რომლებიც, როგორც ჩანს, იმაში უფრო არიან დაინტერესებული, რომ ძალადობრივი კონფრონტაცია გამოიწვიონ, ვიდრე მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ და მიმაჩნია, რომ ამგვარი მიდგომა მათ გზავნილს აქარწყლებს და მათ სანდოობას ამცირებს. მე მიმაჩნია, რომ საბოლო ჯამში, ეს არ მოდის შესაბამისობაში იმ ტიპის ცვლილებებთან, რისი ნახვაც, როგორც ისინი აცხადებენ, მათ საზოგადოებაში სურთ,“ – განაცხადა მან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button