სააკაშვილი უნგრეთს სტუმრობს
პრეზიდენმა სააკაშვილმა 22 მაისს უნგრეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, ნათქვამია საქართველოს და უნგრეთის პრეზიდენტების ადმინისტრაციების პრეს–რელიზებში.
23 მაისს საქართველოს პრეზიდენტი თავის უნგრელ კოლეგას პალ შმიტს, პარლამენტის თავმჯდომარეს ლასლო კოვერს და პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდება, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. უნგრეთის პარლამენტის სპიკერს სააკაშვილი 19 მაისს თბილისშიც შეხვდა.
22 მაისს პრეზიდენტი სააკაშვილი ქალაქ კიშკოროს სტუმრობდა, სადაც უნგრელი პოეტი სანდორ პეტოფი დაიბადა. იქ მან ქართველი პოეტის გრიგოლ აბაშიძის ბიუსტი ყვავილებით შეამკო. სწორედ გრიგოლ აბაშიძემ თარგმნა სანდორ პეტოფის პოეზია ქართულად. კიშკოროში სააკაშვილმა აფხაზი პოეტის და მწერლის ბაგრატ შინქუბას ბიუსტიც შეამკო ყვავილებით.
This post is also available in: English (ინგლისური)