ახალი ამბები

შსს მოუწოდებს „არამომიტინგეებს“ მოერიდონ აქციის ადგილზე მისვლას

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ მონაწილეობენ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაში, რომ თავი შეიკავონ ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან, რათა თავიდან იქნას აცილებული 22 მაისს დილით მომხდარი ინციდენტების მსგავსი ფაქტები.

"სამინისტროს სახელით მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, რომელიც არ არის მიტინგის მონაწილე, თავი შეიკავოს ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან, რათა თავიდან ავიცილოთ ინციდენტები. მიტინგის მონაწილეებს, თავისთავად აქვთ უფლება მიტინგზე მივიდნენ. ასევე მინდა ვთხოვო ავტოსანტრასპორტო საშუალებების მძღოლებს მოერიდონ ამ ადგილას მოძრაობას,“ – განაცხადა შსს–ს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა.

This post is also available in: English Русский

Back to top button