ახალი ამბები

სააკაშვილმა აზერბაიჯანს ევროვიზიის კონკურსში გამარჯვება მიულოცა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 15 მაისს, რომ მან თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს დაურეკა და ევროვიზიის კონკურსში აზერბაიჯანის გამარჯვება მიულოცა.

"ყოჩაღ! ეს რეალურად ასახავს თუ რამდენად დიდი გზა განვლო აზერბაიჯანმა ბოლო წლების განმავლობაში,“ – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.

"არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ევროვიზია ისეთი კონკურსია, რომელშიც ქულებს იმის მიხედვით გაძლევენ, თუ  როგორია შენი ქვეყნის მიმართ ამა თუ იმ ერის დამოკიდებულება. ლიტვა ყოველთვის გვაძლევდა 12 ქულას და მადლობელი ვარ ამისთვის. ლიტვა ჩვენი მოძმე ერია და მას ყველა ვემადლიერებით, მაგრამ გუშინ უმაღლესი ქულები მოგვცა ასევე ბელორუსიამ და უკრაინამ. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მათ, რადგან ეს ნათლად  გამოხატავს ამ ერების თბილ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, რომელიც ჩამოყალიბდა და კიდევ უფრო გამძაფრდა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ყველა სფეროში ძალიან მყარი ურთიერთობა გვაქვს და ამ ურთიერთობას კიდევ უფრო ვანვითარებთ ჩვენ ერებს შორის. როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად უჭირდა, ეს ერები ამოგვიდგნენ მხარში,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

Ell-Nikki–ის სახელწოდებით ცნობილმა აზერბაიჯანულმა დუეტმა 14 მაისს ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვა. ქართულმა ჯგუფმა Eldrine–მა 25 ფინალისტს შორის მეცხრე ადგილი დაიკავა.

This post is also available in: English Русский

Back to top button