ახალი ამბები

აშშ–ის ელჩი ქართული პარტიის მიერ დაგეგმილი აქციის შესახებ

მშვიდობიან საპროტესტო აქცია დემოკრატიული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ნაწილია, განაცხადა აშშ–ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა თხოვნაზე კომენტარი გაეკეთებინა ქართული პარტიის მიერ საელჩოს წინ 16 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე.

"ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ყველას შესაძლებლობას გამოიყენონ ეს უფლებები აქ, საქართველოში, მიუხედავად იმისა ვეთანხმებით თუ არა ჩვენ მათ კონკრეტულ თვალსაზრისს,“ – განუცხადა ბასმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ აშშ–ის საელჩოს წინ წარსულშიც ჩატარებულა აქციები და "დარწმუნებული ვარ", რომ არც 16 მაისს დაგეგმილი აქცია იქნება უკანასკნელი.

მან ეს განცხადება ჟურნალისტებისთვის აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ოთხწლიანი, 40.4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამის "ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა" პრეზენტაციის შემდეგ გააკეთა. პროგრამის მიზანია ეკონომიკის იმ სექტორების გამოვლენა, რომელთაც მდგრადი ზრდის ყველაზე მეტი პოტენციალი გააჩნიათ და ამ სექტორების პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის გაძლიერება.    
 

This post is also available in: English Русский

Back to top button