skip to content
ახალი ამბები

თბილისი მედვედევის მილოცვის ‘ფორმას’ აკრიტიკებს

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის
საფლავთან ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ 2011 წლის 9 მაისს.ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge 

ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 66–ე წლისთავთან დაკავშირებით ქართველი ხალხისადმი რუსეთის პრეზიდენტის მილოცვაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის რეაქცია, რასაც მან "კლოუნადა“ უწოდა, "სავარაუდოდ“ მილოცვის ფორმამ გამოიწვია, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 9 მაისს.

კალანდაძეს მხედველობაში ის ფაქტი ჰქონდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მილოცვა არა საქართველოს პრეზიდენტის, არამედ "საქართველოს მოქალაქეების“ სახელზე გაკეთდა.

”როდესაც ხალხს ულოცავ, ულოცავ მის ლეგიტიმურ და ოფიციალურ წარმომადგენელს, ეს არის ერთადერთი აღიარებული ფორმა ხალხთა შორის ურთიერთობის და შესაბამისად, ალბათ, თუ გულითადად იგულისხმებოდა ეს მილოცვა, იმ ფორმით უნდა განხორციელებულიყო, რა ფორმაც არის ოფიციალურად ხალხებს შორის მიღებული,” – განაცხადა კალანდაძემ დღევანდელ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის გზავნილს და მასზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის რეაქციას ეხებოდა.

მისი თქმით, ასეთი ფორმით მილოცვა "ძალიან არასერიოზულია" და ამან უბიძგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს "შესაბამისი“ რეაგირება მოეხდინა რუსეთის პრეზიდენტის გზავნილზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button