
ახალი ამბები
გილაური თურქეთს სტუმრობს
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური სტამბულში გაეროს კონფერენციის ფარგლებში თურქეთის ხელმძღვანელობას და გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს შეხვდება, იტყობინება პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური.
სტამბული 9–13 მაისს გაეროს ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების მეოთხე კონფერენციას მასპინძლობს.
კონფერენციის ფარგლებში გილაური ასევე შეხვდება თურქეთის პრეზიდენტს აბდულა გიულს, პრემიერ-მინისტრს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს და ბიზნეს–წრეების წარმომადგენლებს, იტყობინება საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური.
This post is also available in: English Русский