skip to content
ახალი ამბები

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ტოვებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე მეორე თვეა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 13 აპრილის გადაწყვეტილებით უცვლელად 8%–ზე დატოვა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მარტში ინფლაციის დონე უცვლელი დარჩა; მარტში წლიურმა ინფლაციამ 13.9% შეადგინა.

განცხადების თანახმად, მომდევნო თვეებში ინფლაციის ზრდა მოსალოდნელი არ არის და ამიტომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებაც არ არსებობს.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ინფლაციის დონის შემცირება ერთნიშნა მაჩვენებლამდე. თვის დასაწყისში მთავრობამ წლიური ინფლაციის პროგნოზს გადახედა და 7%–დან 8%–მდე გაზარდა.

ოქტომბრის შემდეგ შენარჩუნებული 7.5%–დან თებერვალში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%–მდე გაზარდა.

This post is also available in: English Русский

Back to top button