skip to content
ახალი ამბები

ნატოს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს სტუმრობს

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი გუშინ გვიან ღამით თბილისში ჩამოვიდა.

7 აპრილს იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე გამოვა სიტყვით და ასევე შეხვდება ქვეყნის ხელმძღვანელობას, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და სახელმწიფო მინისტრს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.

აპატურაიმ, რომელიც მანამდე ნატოს პრესსპიკერი იყო და რომელსაც სპეციალური წარმოამდგენლის პოსტი 2010 წლის დეკემბრიდან უკავია, თებერვალში რადიოსადგულ „ეხო მოსკვი“–სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანებამდე საქართველოს "გრძელი და რთული გზა აქვს გასავლელი“. 

აპატურაიმ ასევე განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციაზე დემოკრატიული კონტროლის გაძლიერება იმ რეფორმებს შორის არის, რომლებიც საქართველომ ნატოს თავისი წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში წარუდგინა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button