
2010 წელს მშპ–ს რეალურმა ზრდამ 6.4%–ი შეადგინა
"საქსტატის" მიერ 21 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ)ზრდამ 2010 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით, 6% შეადგინა, ხოლო 2010 წელს მშპ–ს რეალურმა ზრდამ – 6.4%.
2009 წელს საქართველოს ეკონომიკაში 3.8%–იანი კლება იყო.
მშპ–მ მიმდინარე ფასებში 2010 წელს 20.79 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 15.6%–ით მეტია.
2010 წელს მშპ–ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16.9%) და ვაჭრობა (16.6%); შემდეგ მოდის სახელმწიფო მმართველობა (13%), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11.6%) და სოფლის მეურნეობა (8.4%).
ყველაზე დიდი ზრდა 2010 წელს აღინიშნა გადამამუშავებელ მრეწველობაში (20.3%); შემდეგ მოდის ფინანსური სექტორი (14.7%); ვაჭრობა (14.1%); ტრანსპორტი (13.1%); სასტუმროები და რესტორნები (12.9%).
"საქსტატის" ინფორმაციით, გასულ წელს სოფლის მეურნეობაში 1.7%–იანი კლება დაფიქსირდა.
This post is also available in: Русский