
ახალი ამბები
ტელეკომპანია “მაესტრომ“ სატელიტური მაუწყებლობა აღადგინა
ტელეკომპანია "მაესტრომ“, რომელიც აქამდე ძირითადად თბილისში მაუწყებლობდა საკაბელო არხების მეშვეობით, სატელიტური მაუწყებლობა აღადგინა. ამის თაობაზე ტელეკომპანიის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ტელეკომპანია "მაესტრო“ სატელიტზე 2010 წლის მაისში გავიდა, როდესაც მაუწყებლობა ახალი სტუდიებით და ახალი საპროგრამო ბადით დაიწყო. თუმცა, რამოდენიმე თვის შემდეგ "მაესტრომ“ განაცხადა, რომ ფინანსური პრობლემების გამო სატელიტური მაუწყებლობის შეწყვეტა მოუხდა.
ტელეკომპანია "მაესტრო" Turksat 3A-ზე გადის, რომლის მფლობელიცაა თურქული სატელიტური და საკაბელო ტელევიზიის ოპერატორი Turksat–ი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)