ახალი ამბები

ვაშაძე ჩეხეთს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 24-25 თებერვალს სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე თავის ჩეხ კოლეგას, კარელ შვარცენბერგს და თავდაცვის მინისტრს, ალექსანდრე ვონდრას შეხვდება.

მხარეები ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ, იტყობინება საგარეო უწყება.

 

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button