ახალი ამბები

კლინტონი ვაშაძეს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატები "უაღრესად ერთგულია საქართველოსთან ჩვენი ძალიან ძლიერი ურთიერთობების,“ – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა 17 თებერვალს, ვაშინგტონში თავის ქართველ კოლეგასთან, გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დაწყებამდე.

“მოხარული ვარ კვლავ მივესალმო კოლეგას და მეგობარს სახელმწიფო დეპარტამენტში, და ჩვენ უაღრესად ერთგული ვრჩებით ჩვენი ძალიან ძლიერი ურთიერთობების საქართველოსთან, და ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი, იმდენი საერთო წუხილები და საერთო ღირებულებები,“– განაცხადა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის დაწყების წინ აღნიშნა, რომ საქართველოს წილად ხვდა "პრივილეგია და პატივი იყოს შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი“

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ განხილულ საკითხებს შორის იყო აშშ–საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია და ის, თუ "როგორ უნდა გაგრძელდეს ამ ქარტიის ფარგლებში მუშაობა და რა კონკრეტული შედეგები უნდა იქნას მიღწეული წელს“.

მისი თქმით, საუბარი შეეხო ასევე თანამშრომლობას ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში და საქართველოს "დაჩქარებულ სვლას ნატოსკენ – დეტალებს ვერ მოგიყვებით, მაგრამ დამერწმუნეთ ეს იყო ერთ–ერთი მთავარი თემა“.

“[განხილული იყო] უსაფრთხოება და სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში და განსაკუთრებით, რაც შეეხება რუსეთის ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  და ორმხრივი საკითხები; განხილული იქნა აგრეთვე უმაღლეს დონეზე ვიზიტების გამართვა,“– განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის  სამხედრო გაძლიერების დეტალებზე სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button