ახალი ამბები

თბილისის თქმით, საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რადარის განთავსებაზე კომენტარის გაკეთება “ნაადრევია“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა 7 თებერვალს, რომ ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შემადგენელი რადარის საქართველოში განთავსების შესაძლებლობის თაობაზე აშშ–ის ოთხი რესპუბლიკელი სენატორის წინადადებაზე კონკრეტული კომენტარის გაკეთება "ნაადრევია“.

"ეს არის ახლახანს გაჟღერებული ინიციატივა. ამიტომ ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ საქართველოს რაიმე კონკრეტული პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული ამ საკითხზე… ეს არის კონკრეტული ინიციატივა, თავისთავად საინტერესო და ყურადსაღები რეგიონალური უსაფრთხოების და სტაბილურობის კუთხით… მე ნაადრევად მივიჩნევ რაიმე კონკრეტული კომენტარის გაკეთებას დღეისათვის ამ საკითხზე,“ – განაცხადა ჯალაღანიამ დღევანდელ ბრიფინგზე.  

გასულ კვირას აშშ–ის ოთხმა რესპუბლიკელმა სენატორმა მოუწოდა ობამას ადმინისტრაციას განიხილოს ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შემადგენელი რადარის საქართველში განთავსების შესაძლებლობა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნისადმი, რობერტ გეითსისთვის, გაგზავნილ ერთობლივ წერილში ნათქვამია, რომ ეს შესაძლებლობა უნდა იქნეს განხილული, თუ თურქეთი თავის ტერიტორიაზე რადარის განთავსების წინაპირობად წამოაყენებს მოთხოვნას, რომ ამ რადარის მიერ მოგროვებული ინფორმაცია არ გადაეცეს ისრაელს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button