ახალი ამბები

მაღაროელთა გაფიცვა დასრულდა

ტყიბულის ქვანახშირის მაღაროების თანამშრომლებმა 3 თებერვალს გაფიცვა შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც მმართველი კომპანიის – "საქნახშირის“ ხელმძღვანელობა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას დათანხმდა, განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ. 

ტყიბულის მაღაროელებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაფიცვა 2 თებერვალს დაიწყეს. ბოლო ერთი წლის მანძილზე ტყიბულის მაღაროებში სამი აფეთქება მოხდა, რომელსაც ცხრა მაღაროელი ემსხვერპლა, ხოლო ათი დაშავდა. 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიესალმა მაღაროელებსა და "საქნახშირს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას და განაცხადა, რომ შეთანხმება მოიცავს ყველა იმ ძირითად ასპექტს, რის გამოც მაღაროელებმა გაფიცვა გამოაცხადეს, მათ შორისაა შრომის უსაფრთხოება, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება და ხელფასების მატება.

This post is also available in: Русский

Back to top button