ახალი ამბები

საფრთხეების შეფასების დოკუმენტს უშიშროების საბჭო მოამზადებს

ეროვნული უშიშროების საბჭო შეიძენს ახალ ფუნქციას და მას "საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის“ მომზადების უფლებამოსილება მიენიჭება. ამ დრომდე ეს ფუნქცია  თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში შედიოდა. 

თავდაცვის დაგეგმვის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილება დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა.

საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი სტრატეგიული დონის სამართლებრივი აქტია,  რომელიც მიმოიხილავს და კონკრეტულად ადგენს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს მრავალწლიანი პერიოდისთვის.

 

Back to top button