
ახალი ამბები
პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიშ ამადუ 2–3 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
2 დეკემბერს იგი პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა, ხოლო 3 დეკემბერს დაგეგმილია მისი შეხვედრა ქართველ კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან.
„მინისტრის დღის წესრიგში ისეთი საკითხებია, როგორიცაა ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, რეგიონალური პოლიტიკის საკითხები და საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, ასევე პორტუგალიის არჩევა გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად,“ – განაცხადა პორტუგალიის საგარეო უწყებამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე პორტუგალიას ოფიციალური ვიზიტით 2010 წლის თებერვალში სტუმრობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)