skip to content
ახალი ამბები

“როიტერი”: საქართველომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 20 პირი დააკავა

”როიტერმა” პარასკევს საღამოს, საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც საქართველოში 20 პირი დააკავეს, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილები.

ამავე ინფორმაციით, ყველა დაკავებული საქართველოს მოქალაქეა და ისინი ეჭვმიტანილები არიან საქართველოში ჯაშუშთა ქსელის ჩამოყალიბებაში და რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებაში.

სხვა დეტალები უცნობია, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

"ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებთ; მე ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ [”როიტერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას],“ – განუცხადა შსს–ს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა Civil.ge-ს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button