ახალი ამბები

ნატოს მუდმივი წარმომადგენლობა გაიხსნება საქართველოში

საქართველოში ნატოს მუდმივი წარმომადგენლობა შეიქმნება იმ შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც პარლამენტმა დღეს რატიფიცირება გაუკეთა.

ნატოსა და საქართველოს შორის ნატოს სამეკავშირეო ოფისის შექმნის თაობაზე შეთანხმებას ალიანსის მხრიდან ხელი 23 აგვისტოს, ხოლო საქართველოს მხრიდან 2 სექტემბერს მოეწერა.

შეთანხმება აღნიშნულ ოფისს და მის წარმომადგენლებს იგივე პრივილიგებსა და იმუნიტეტებს მიანიჭებს, რითაც დიპლომატები სარგებლობენ.

Back to top button