skip to content
ახალი ამბები

თბილისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იგეგმება

თბილისში პირველი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნა დაახლოებით ორ წელიწადში იგეგმება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ 10 აგვისტოს.

"თბილისის ინდუსტრიული ზონა არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგან ზონაში, როდესაც გაიხსნება სადღაც ორ წელიწადში, დასაქმდება 1 500–ზე მეტი ადამიანი," – განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.

"ეს იქნება საშუალება ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის და ეს იქნება საშუალება, რომ ელექტრონიკა და ელექტრონული პროდუქცია დავამზადოთ საქართველოში და გავიტანოთ ექსპორტად,“– აღნიშნა მან.  

ამ ეტაპზე საქართველოში ორი თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა გახსნილი  – ფოთსა და ქუთაისში

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button