
ოპოზიციამ პარლამენტის წინ აქცია გამართა
რამოდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა 15 აპრილს პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე, რათა ”სოლიდარობა გამოეხატათ,” როგორც ოპოზიცია უწოდებს, ”პოლიტიკური პატიმრების” და ”ციხეებში უკანონოდ მყოფ პირთა” მიმართ.
აქციას რამოდენიმე დღით ადრე წინ უძღოდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ჯგუფის ერთობლივი მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციების და უცხოელი დიპლომატების სახელზე, სადაც მოუწოდეს დააკვირდნენ სასამართლო პროცესებს იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც, ოპოზიციის თქმით, ”პოლიტიკური მოტივებით” არიან დაპატიმრებულები.
მომიტინგეებმა ხანმოკლე დროით გადაკეტეს რუსთაველის გამზირი პარლამენტის წინ, თუმცა აქცია მშვიდობიანად დაიშალა და რაიმე ინციდენტების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
This post is also available in: English Русский