ახალი ამბები

საქართველომ ბრუნეისთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

საქართველომ და ბრუნეიმ 1 მარტს ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ, იტყობინება საქართველო საგარეო უწყება.

ხელშეკრულება, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და სუვერენული თანასწორობის პრინციპებს ეფუძნება, გაეროს შტაბ-ბინაში ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების მიერ გაფორმდა და ამის შესახებ გაეროს გენერალურ მდივანს ერთობლივი წერილით ეცნობა.

ბრუნეი მეშვიდე სახელმწიფოა, ბოტსვანას, დომინიკის რესპუბლიკის, კაბო-ვერდეს, მარშალის კუნძულების, პერუს  და სენტ ლუსიას შემდეგ, რომელთანაც საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 2010 წელს დაამყარა.

გაეროში საქართველოს ელჩის კახა ლომაიას განცხადებით, ეს პროცესი გაგრძელდება გაეროს იმ წევრ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები არ გააჩნია. 

Back to top button