
ახალი ამბები
ამომრჩეველთა სიებს 12 პარტია გადაამოწმებს
5 თებერვლიდან 15 მარტამდე ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესში მონაწილეობის სურვილი თორმეტმა პარტიამ გამოხატა, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა.
სულ სახელმწიფო დაფინანსების მქონე 14 პარტიას ჰქონდა ამის საშუალება; თუმცა, ეროვნულმა ფორუმმა და ლეიბორისტულმა პარტიამ უარი განაცხადეს მონაწილეობაზე. ორივე მათგანმა მანამდე აღნიშნა, რომ მაისში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
თითოეული მონაწილე პარტია დამატებით 100 000 ლარს მიიღებს ამომრჩეველთა სიების გადამოწმებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად. სულ ამ მიზნით 1.2 მლნ ლარია გამოყოფილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)