skip to content
ახალი ამბები

გალში აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

29 იანვარს გალში მომხდარი აფეთქების შედეგად ადგილობრივი მილიციელი და ორი სამოქალაქო პირი, მათ შორის ერთი ქალი გარდაიცვალა, იუწყებიან რუსული და აფხაზური სააგენტოები.

ოთხი მილიციელი და სამი სამოქალაქო პირი სოფელ ჭუბურხინჯში მომხდარი აფეთქების შედეგად დაჭრილია.  

”ეს მიზანმიმართული აქციაა გალის მილიციის თანამშრომლების წინააღმდეგ, რადგან ისინი გამოიძახეს სოფელ ჭუბურხინჯში მარტოხელა ქალის სახლზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის გამო და მისვლისთანავე ისინი აფეთქდნენ ეზოში შემთხვევის ადგილას. ერთი რამ ცხადია, რომ ეს  ოპერაცია დაგეგმილი იყო გალის რაიონში დესტაბილიზაციის მიზნით, ”- იუწყება ”რია ნოვოსტი” სეპარატისტული აფხაზეთის შს მინისტრის, ოთარ ხეციას სიტყვებზე დაყრდნობით.

სეპარატისტულმა ხელისუფლებამ საქმე ”ტერაქტის” მუხლით აღძრა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button