ახალი ამბები

საქართველოს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვება სურს

საქართველოს ”დიდი სურვილი” აქვს უკრაინაში 7 თებერვალს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვება განახორციელოს, რათა უშუალო ინფორმაცია მიიღოს არჩევნების შესახებ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 25 იანვარს.

”მაგრამ, თუ ამ ქვეყანას [უკრაინას] არ სურს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის მოვახვევთ თავს ჩვენ კეთილ ნებას,” – განაცხადა მან.   

კალანდაძის თქმით, 17 იანვრის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართველი დამკვირვებლების გაგზავნა კიევთან იყო შეთანხმებული, ”ეს მათი ინიციატივა იყო,” განაცხადა მან.

”თუმცა, შემდეგ საკითხი შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებასა და გაუგებრობაში გადაიზარდა,” – განაცხადა კალანდაძემ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა, რომელიც კვლავ უკრაინაში იმყოფება და დეპუტატ გივი თარგამაძესთან ერთად ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებულ საკითხებს უწევს კოორდინაციას, განაცხადა, რომ ”პირველ ეტაპზე” ქართულ მხარეს დაგეგმილი აქვს დაახლოებით 400 დამკვირვებლის სიის წარდგენა უკრაინულ ცესკო-ში რეგისტრაციისთვის, რათა მათ 7 თებერვალს დაგეგმილ მეორე ტურზე განახორციელონ დაკვირვება.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button