ახალი ამბები

საგარეო უწყება: კრემლი ეძებს საბაბს სამხედრო პროვოკაციების განსახორციელებლად

რუსეთის ბრალდებები, რომ თითქოს საქართველო მეომართა ჯგუფებს იფარავს ნაწილია მოსკოვის იმ მცდელობებისა, რომელიც მიზნად ისახავს დაძაბულობის გამოწვევას საქართველოს საზღვრებთან, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 იანვარს.

”ცხადია, რომ კრემლი ეძებს საბაბს, რათა მაქსიმალურად დაძაბოს ვითარება საქართველოს საზღვრებთან და ცდილობს შექმნას ფონი სამხედრო პროვოკაციების განსახორციელებლად სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ,”- ნათქვამია უწყების კომენტარში.

რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არკადი ედელევმა 14 იანვარს განაცხადა, რომ ”ტერორისტულ დაჯგუფებებს საქართველოს სამხედრო ბაზებზე წვრთნიან უცხოელი ინსტრუქტორები, რათა მათ ტერორისტული აქტები განახორციელონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე”.

საქართველოს შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ეს გამონათქვამები "არის აბსურდი და საკუთარი დანაშაულებისა და პრობლემების გადაფარვის მცდელობა".

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button