ახალი ამბები

რუსეთის შს მინისტრის მოადგილე: ”საქართველოში ტერორისტებს წვრთნიან”

რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველო მებრძოლთა ჯგუფებისთვის თავშესაფრის მიცემაში დაადანაშაულა. ამ ბრალდებას ორი კვირით ადრე წინ უძღოდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადება, რომ მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიაში დაფინანსებას საქართველოდანაც იღებენ.

”ტერორისტულ დაჯგუფებებს საქართველოს სამხედრო ბაზებზე წვრთნიან უცხოელი ინსტრუქტორები, რათა მათ ტერორისტული აქტები განახორციელონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე,” – იტყობინება ”რია ნოვოსტი” რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არკადი იედელევის სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება 14 იანვარს ვლადიკავკაზში მილიციის თანამშრომლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

მისი თქმით, თავდასხმების პოტენციურ სამიზნეებს წარმოადგენენ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები, მათ შორის დაღესტანი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი და ყარაჩაი-ჩერქეზეთი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button