
ახალი ამბები
საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს მეურვეები აირჩიეს
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 15-წევრიან სამეურვეო საბჭოში დღეს შვიდი ვაკანსია შეავსო, მათ შორის ”მედია კლუბის” სამი, ხოლო ქრისტიან-დემოკრატების მიერ წარდგენილი ერთი კანდიდატით.
საბჭოს წევრები გახდნენ:
- გიგა ნასარიძე – შპს "ფორმულა პლიუსის" სცენარისტი, რომელსაც ”რუსთავი 2”-ზე პოლიტიკურ-სატირული შოუ მიჰყავდა;
- ნოდარ სარჯველაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია ”ქრისტიან-დემოკრატიული ინსტიტუტის” დირექტორი, რომელის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მიერ დაარსდა;
- ემზარ გოგუაძე – დროებით უმუშევარი;
- ავთანდილ ანთიძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის J-4 ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამედიცინო უზრუნველყოფის, დაგეგმვისა და გარემოს დაცვის სამმართველო – ჯანმრთელობის დაზღვევისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში მთავარი კონსულტანტი;
- ნინო დანელია – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროგრამის კოორდინატორი და მედია მკვლევარი(”მედია კლუბის” კანდიდატი);
- ლია ჩახუნაშვილი – კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დეკანი (”მედია კლუბის” კანდიდატი);
- შორენა შავერდაშვილი – ჟურნალ "ლიბერალის" მთავარი რედაქტორი და თანადამფუძნებელი (”მედია კლუბის” კანდიდატი).
პრეზიდენტის მიერ წარდგენილი იყო სულ 21 კანდიდატი, რომლებიც თითო ვაკანსიისთვის სამეულებად იყვნენ დაჯგუფებული. თითოეული ჯგუფის ყველა კანდიდატს ეყარა კენჭი, ხოლო გავიდა ის, ვინც მეტი ხმა დააგროვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)