
ახალი ამბები
პრესის მსოფლიო ორგანიზაცია ”ბათუმელების” საქმეს ეხმაურება
გაზეთების და ახალი ამბების გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციამ (WAN-IFRA) და რედაქტორთა მსოფლიო ფორუმმა (WEF) მიმართა პრეზიდენტ სააკაშვილს უზრუნველყოს იმ ცნობების დეტალური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები გაზეთ ”ბათუმელების” ჟურნალისტს შანტაჟს უწყობდნენ.
”ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებული იმით, რომ ქართული სპეცსამსახურები შეეცადნენ დაეშანტაჟებინათ ჟურნალისტი და ჩარეულიყვნენ სარედაქციო თავისუფლებაში. ასეთი ტაქტიკა მოგვაგონებს საბჭოთა დროის უშიშროების სამსახურს, რომლის ადგილი თანამედროვე დემოკრატიაში არ არის,” – ნათქვამია WAN-IFRA-ის პრეზიდენტის გევინ ო’რეილისა და WEF-ის პრეზიდენტის ჰავიერ ვიდალ-ფოლჩის ერთობლივ წერილში.
This post is also available in: English Русский